суббота, 28 сентября 2013 г.

1.პროექტის  სახელწოდება:         მრავალშვილიანი  ოჯახი---ერის სიძლიერის  საწინდარი
2.პროექტის მთავარი იდეა:          პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეები  შეაგროვებენ    ინფორმაციას  ოჯახებში  ბავშვების  რაოდენობის  შესახებ და  დაადგენენ  გამოკითხული ოჯახებიდან  რამდენია  მრავალშვილიანი.
3. პროექტის  აღწერა:   მოსწავლეები  გამოიკვლევენ  რამდენი  მოსწავლეა ერთბავშვიანი,
ორბავშვიანი და ა. შ. ოჯახიდან, როგორია ამ  მხრივ სტატისტიკა, მოიძიებენ ინფორმაციას- თუ როგორია სიტუაცია ამ კუთხით  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და გააკეთებენ  დასკვნას  შობადობის  ზრდის ან კლების შესახებ, აგრეთვე მის გამომწვევ მიზეზებზე.
4. მონაწილეთა  ასაკი:  I-XIIკლასი
5.ვადები, ხანგრძლივობა:   1აპრილიდან--1ივნისამდე
6.შესაძლო აქტივობები კლასში:  მოსწავლეები უკვე მოპოვებულ ინფორმაციას დაახარისხებენ და გაუკეთებენ ანალიზს: შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს, შექმნიან მონაცემების ელექტრონულ ვერსიას, რომელსაც განათავსებენ ბლოგებზე, მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე მოეწყობა აგრეთვე ამ თემაზე შექმნილი ნახატებისა და ჩანახატების გამოფენას.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, თაბახის ფურცლები ანკეტური გამოკითხვისთვის.
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიეჩვევიან ინფორმაციის შეგროვებას, საჭირო ინფორმაციის გადარჩევას-დახარისხებას,  ელექტრონული ვერსიის შექმნას და პრეზენტაციას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს მათი  სოციალური უნარების  განვითარებას.
9.სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი შესაძლოა სხვა სკოლებშიც განხორციელდეს და ჩვენი გამოცდილება მათაც გაიზიარონ.
10.საგნებთან კავშირი:  მათემატიკა, ქართული, ხელოვნება, ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი- ბელა გელხვიიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  bgelkhviidze@gmail.com
13.პროექტის  ვებ.გვერდი: bgelkhviidze.blogspot.com